
ვიქტორ ყიფიანი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
06/04/2024 08:01:57 პოლიტიკა, რეკლამა
ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან, მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
"შეხვედრაზე ვიქტორ ყიფიანმა ელჩს ანალიტიკური ცენტრის საქმიანობა გააცნო და განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა. ასევე, განიხილეს მიმდინარე რეგიონული და გლობალური მოვლენები, იმსჯელეს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე.
შეხვედრისას, მხარეებმა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობაც გამოთქვეს" - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021