Accentnews.ge
„ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე და ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები მას ვერ შეზღუდავს“

„ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე და ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები მას ვერ შეზღუდავს“

24/12/2019 08:16:43 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, „ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები მას ვერ შეზღუდავს".

"ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? „ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე, ცენზურას ვუწესებთ „ფეისბუკს“? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება ამ თუ იმ თუ ფორმით. „ფეისბუკი“ არის თავისუფალი სივრცე და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს მას", – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: "ფეისბუქმა" თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში "ფეისბუქი" წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება", – წერია განცხადებაში.

"ფესიბუქის" სკანდალთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S