Accentnews.ge
საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები უკრაინისთვის კრიტიკული იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები უკრაინისთვის კრიტიკული იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

08/04/2024 19:25:37 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 8 აპრილს სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობა. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში განაცხადეს.

როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, მაკრონი და სუნაკი შეთანხმდნენ „მცდელობების გააქტიურების მნიშვნელობაზე, რათა არ დაუშვან რუსეთის გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომში".

„მათ განიხილეს მომავალი თვეების პრიორიტეტები, კერძოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო საფრენი აპარატების და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების გაზრდა“, - დასძინეს ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ოფისში.

იხილეთ ასევე: ლონდონი და პარიზი: მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ რუსეთის მარცხის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S