Accentnews.ge
მედია: ფინეთში NATO-ს სახმელეთო ჯარების შტაბბინა შეიქმნება

მედია: ფინეთში NATO-ს სახმელეთო ჯარების შტაბბინა შეიქმნება

10/04/2024 07:04:06 მსოფლიო

ფინეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების შტაბ-ბინის გახსნა იგეგმება, - ამის შესახებ Iltalehti იტყობინება ნორვეგიის თავდაცვის მინისტრ ბიორნ არილ გრამზე დაყრდნობით.

"მოველით, რომ ვიქნებით ერთიანი რეგიონული თავდაცვის გეგმის ნაწილი და ერთი მეთაურობის ქვეშ. შესაბამისად, გვექნება ერთიანი თავდაცვა და შეკავება“, – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შტაბ-ბინა ფინეთის სამხრეთში, ქალაქ მიკელში განთავსდება და აშშ-ის ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაემორჩილება. გეგმის თანახმად, ახალ შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან 376 ოფიცერს გააგზავნიან.

მოელიან, რომ ახალი შტაბ-ბინის საკითხი ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც დადგება დღის წესრიგში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის არმია ნატოს ფარგლებში, ფინეთში ან შვედეთში დიდი იარაღის საწყობის დაარსების შესაძლებლობას განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S