Accentnews.ge
გრიგოლია: "შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა  მის წინამორბედებზე თქვა, უტრაკოები იყვნენო"

გრიგოლია: "შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მის წინამორბედებზე თქვა, უტრაკოები იყვნენო"

27/12/2019 10:58:48 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

ტელეკომპანია "პირველის" გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას განცხადებით, დღეს ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მის წინამორბედ მინისტრებზე საუბრისას უცენზურო ტერმინოლოგია გამოიყენა და თქვა, რომ ისინი “უტრაკოები იყვნენ”.

“როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს, ესაა ვყელაზე შეურაცხმყოფელი. ეს სიტყვა მან წინამორბედ მინისტრზე თქვა და ვინ იყო წინამორბედი? ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე. ვანო მაჭავაიანმა იმ შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა, მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო. ასე ელაპარაკება მინისტრი ჟურნალისტებს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, მთელი პასუხისმგებლობა შეხვედრაზე მინისტრს მის წინამორბედ მინისტრებზე გადაჰქონდა:

“მთელი პასუხსიმგებლობა გადაჰქონდა მთავრობის წინა შემადგელობაზე – ვისაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მას ერთი ადგილი არ ჰქონდა, რომ ეს მიეღოო. რა ვქნათო, ხელები დაიბანა დღეს ვანო მაჭავარიანმა”.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრა მის დასრულებამდე, პროტესტიის ნიშნად დატოვა ინგა გრიგოლიამ.

25 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

ტელეარხები, რომელთა ანგარიშებსაც ინკასო დაედო, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უსამართლობად აფასებენ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებენ და აინტერესებთ, რატომ არ არის მიღებული ანალოგიური ზომა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ, რომელსაც მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს.

26 დეკემბერს, „იმედის“ იურისტმა ანდრო ლაშხმა განაცხადა, რომ როგორც კი ქვეყანაში შეიცვალა ვითარება, როცა სახელმწიფო „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს დავალიანებას პატიობდა და ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ ვალდებულებები ყველამ თანაბრად უნდა შეასრულოს, ტელეკომპანიამ დაიწყო მიმდინარე გადასახადების გადახდა. რაც შეეხება ადრე დაგროვილ დავალიანებას, ლაშხის თქმით, მას ფინანსთა სამინისტროსთან კანონიერად მიღწეული შეთანხმებით, ეტაპობრივად დაფარავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S