
"ამაზე დიდი სიბინძურე დიდი ხანია, არ მომისმენია, ინგა გრიგოლიამ პირწმინდად მოიტყუა" (ვიდეო)
27/12/2019 12:42:01 საშინაო პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტყუილს უწოდებს ტელეკომპანია "პირველის" გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას განცხადებას, რომლის თანახმად, დღეს ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მის წინამორბედ მინისტრებზე საუბრისას უცენზურო ტერმინოლოგია გამოიყენა და თქვა, რომ ისინი “უტრაკოები იყვნენ”.
"ამაზე დიდი ტყუილი და სიბინძურე დიდი ხანია არ მომისმენია. არც მამუკა ბახტაძეზე არ ყოფილა საუბარი და არ ყოფილა მის პერიოდზეც კი საუბარი, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო. შეხვედრაზე ვთქვი, რომ ჩემთვის გაურკვეველია, როდესაც დაიწყო რუსთავი 2-მა 2016 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრიდან დაგროვება, 2017 წლის მარტამდე რატომ მიეცა საშუალება. თორემ მარტის მერე, როცა დავალიანება გაგრძელდა, ეს მესმის, რადგან სტრასბურგის მოსამართლემ როცა გადაწყვეტილება გააჩერა, იქ იყო ასეთი მინიშნება, რომ მთავრობას უნდა შეიკავოს თავი ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც გამოიწვევდა შეფერხებას.ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა 2017 წლის მარტიდან ეს გაითვალისწინეს, მესმის, რამდენად სწორია ან არასწორი, ეს ცალკე საკითხია. არ იყო საუბარი არამარტო მამუკა ბახტაძეზე, არ იყო მის პერიოდზეც საუბარი. საუბარი იყო, რომ 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტამდე დავალიანების დაგროვებას მეც ვერ ვხსნი-მეთქი. ეს რატომ დაგროვდა, არ ვიცი. ეს იყო ხათრის გამო, შიშის გამო, კომპლექსის გამო, არ ვიცი მეთქი. თუმცა 2017 წლის მარტიდან კიდე მესმის, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილების აღქმა შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ: ვაიმე, ახლა რომ რამე გავაკეთოთ, ძაან პოლიტიზირებულია თემა", – განაცხადა მინისტრმა.
იხილეთ ასევე: გრიგოლია: "შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მის წინამორბედებზე თქვა, უტრაკოები იყვნენო"