Accentnews.ge
კალაძე – 12 000–ლარიან სკამზე: „ჩვენთვის მთავარია ხარისხი“

კალაძე – 12 000–ლარიან სკამზე: „ჩვენთვის მთავარია ხარისხი“

27/12/2019 16:25:34 საზოგადოება

თბილისის მერის განცხადებით, თანხა, რომელსაც დედაქალაქის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის ქვის სკამებში დახარჯავს, ადექვატურია, რადგან მისი თქმით, მთავარი ხარისხია.

„სკამებში გადასახდელი თანხა ადეკვატურია ნამდვილად. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ხარისხზე. რომელიმე ქართული კომპანია, სხვადასხვა უცხოური კომპანიები თუ დაექვემდებარებიან და წარმოადგენენ იმ ხარისხს, რომელსაც ვითხოვთ, მივესალმებით. ერთი მარტივი შეკითხვა მინდა, დაგისვათ. არ ვიცი, იცით თუ არა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ახორციელებდნენ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, თუ გაქვთ ინფორმაცია, ერთი განათების ბოძი რა დაუჯდა მაშინ განვითარების ფონდს, რომლის საბუთები გამქრალია 2014 წლამდე. იცით? დაახლოებით 18 000 ლარი. 18 000 ლარი იყო ერთი ბოძის ღირებულება. მე ამით არ ვამართლებ, უბრალოდ, ხარისხს ვუსვამ ხაზს. ხარისხი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იყოს ასეთი მაღალი დონის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ასევე: ერთი სკამი – 12 000 ლარად: ამჯერად რა მოაქვს კალაძეს იტალიიდან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S