
პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
03/05/2024 14:57:07 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინსტრაცია ავრცელებს.
19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას.
ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის მიხედვით, იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.
ოპოზიცია ამბობს, რომ შეღავათი ერთი ადამიანისთვის – „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის წესდება, რომელსაც ძირითადი კომპანიები სწორედ რომ ოფშორულ ზონებში აქვს დარეგისტრირებული. მათი ხედვით, ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან სანქციებს ელის და სწორედ ამიტომ სურს აქტივების საქართველოში გადმოტანა. ამასთან, ოპოზიციაში შიშობენ, რომ ამ ცვლილებების შედეგად საქართველოში რუსული ფული შემოვა, შედეგად საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეილახება.
ამავე თემაზე: მოულოდნელი ცვლილებები "ქართული ოცნებისგან" – რატომ ჩქარობს მმართველი გუნდი?