
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური გაიტაცეს
06/05/2024 14:22:28 კონფლიქტები
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური გაიტაცეს.
როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ნორა ბეღელური ამბობს, იგი მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული.
მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.
დედა ჰყვება, რომ გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპანტებმა უკვე 5-ჯერ გაიტაცეს.