Accentnews.ge
ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციიდან გაათავისუფლეს

ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციიდან გაათავისუფლეს

07/05/2024 09:31:11 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციიდან ინალ არძინბა გაათავისუფლა.

როგორც იუწყებიან, განკარგულებას 7 მაისს მოეწერა ხელი. მიზეზი არ დასახელებულა.

"საგარეო საქმეთა მინისტრის" მოვალეობას არძინბას "მოადგილე" ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.

„გათავისუფლდეს ინალ არძინბა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაევალოს აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ირაკლი ტუჟბას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე არძინბა რუსი ტელეწამყვანი გახდა. ახალი სპეციალური პროექტის „გლობალური უმრავლესობის“ ფარგლებში, ის უკვე ესაუბრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S