Accentnews.ge
კლდიაშვილი: ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ

კლდიაშვილი: ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ

07/05/2024 14:13:42 საზოგადოება

"ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ" - ამის შესახებ IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი წერს მას შემდეგ, რაც მას და "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

"მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ და ვინც ნერვიულობთ ჩემზე. ყველას ვერ გპასუხობთ, კარგად ვარ, არაფერი მჭირს.

შვედეთის საელჩოსთან, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი ჟურნალისტებს, კამერების წინ, თავს დაგვესხა უცნობი პირი.

ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!", - წერს გიორგი კლდიაშვილი.

7 მაისს შვედეთის საელჩოსთან "ფორმულას" გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

"შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა კლდიაშვილს და "ფორმულას" მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა. იგი ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებდა", – იუწყება ტელეარხი.

იხილეთ ასევე: „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S