Accentnews.ge
ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ

ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ

03/01/2020 07:00:26 მსოფლიო

ირანელი გენერალ–მაიორის მკვლელობის შემდეგ ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.

ქალაქის მერ ბილ დე ბლასიოს განცხადებით, ნიუ–იორკის პოლიცია დამატებით ზომებს იღებს.

„ახლახანს ვესაუბრე ქალაქის პოლიციის კომისარს დერმოტ შიისა და პოლიციის დეპარტამენტის კომისარს ჯონ მილერს, მიიღონ მყისიერი ზომები ნიუ–იორკის დასაცავად, რათა თავიდან ავიცილოთ ირანისა და მისი ტერორისტი მოკავშირეების აშშ–ზე შურისძიების ნებისმიერი მცდელობა. მრავალი წლის განმავლობაში მოგვიწევს ფხიზლად ყოფნა ამ საფრთხის გამო“, – განაცხადა ბილ დე ბლასიომ.

ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ყველა იმ შედეგზე, რომელიც გენერალ-მაიორ ქასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვება, პასუხისმგებლობა აშშ–ს ეკისრება.

„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.

ირანელი გენერალ–მაიორის მკვლელობის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S