
კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ორი ლექტორი ტოვებს ადმინისტრაციის მიდგომების გამო
14/05/2024 11:31:41 საზოგადოება
კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ განაცხადეს დავით ქაშიაშვილმა და ლევან ბერძენიშვილმაც.
"ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ",– ამბობს ქაშიაშვილი.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ლევან ბერძენიშვილმა:
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს".
მანამდე სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ კავკასიის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური მოსაზრებების გამო.
ამ ინფორმაციის შემდეგ უნივერსიტეტთან მიდგომებისა და პოზიციის გამო თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს ნიკო ნერგაძემ და ნინიკო რობაქიძემ