Accentnews.ge
რა პრობლემებზე ესაუბრა სახალხო დამცველს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა

რა პრობლემებზე ესაუბრა სახალხო დამცველს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა

16/05/2024 12:48:09 კონფლიქტები, სამართალი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 16 მაისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა და ფლავის, ფლავისმანის, კარბის და მერეთის მოსახლეობას შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ადგლობრივები, მათ შორის ამბულატორიის გახსნას ითხოვენ.

"16 მაისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა და ფლავის, ფლავისმანის, კარბის და მერეთის მოსახლეობას შეხვდა.

სოფლების ძირითადი და მთავარი პრობლემა მიგრაციაა, წლიდან წლამდე იცლება სკოლები და საბავშვო ბაღები. მოსახლეობა ხელისუფლებას საცხოვრებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული პირობების შექმნას, მათ შორის, კულტურის სახლისა და სხვადასხვა სერვისცენტრების გახსნას სთხოვს.

ყველა სოფელს აწუხებს სამუშაო ადგილების სიმცირე, რის გამო მაღალია უმუშევრობა. რეაბილიტაციას საჭიროებს შიდა გზები.

სოფელ კარბში მოსახლეობა ამბულატორიის გახსნას ითხოვს. ასევე, სკოლა მხოლოდ 9 კლასიან სწავლებაზე გათვლილი და უფროსკლასელები მეზობელ სოფელში დადიან.

შეხვედრებზე მოსახლეობამ პირად საკითხებზეც ისაუბრა, რაც აუცილებლად გახდება აპარატის შეისწავლის საკითხი.

სახალხო დამცველი ინტენსიურად ხვდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებელ მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის უწყებებს აწვდის", – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S