Accentnews.ge
ჩამოვა თუ არა ლავროვი თბილისში

ჩამოვა თუ არა ლავროვი თბილისში

06/01/2020 06:58:36 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე.

ევროპის საბჭოს მინისტერიალი 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ "მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება":

"საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება,"- ასე პასუხობენ უწყებაში შეკითხვას, აქვს თუ არა ოფიციალურ თბილისს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია.

უშუალოდ რუსეთის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამჟამად დასვენების დღეებია და საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ცნობისთვის: გასული წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. თავმჯდომარე ქვეყანას 6 თვეში ერთხელ, მაისში და ნოემბერში, ინგლისური ანბანის რიგითობის მიხედვით ირჩევენ. საქართველომდე თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი იყო.

შეგახსენებთ, რომ ლავროვს არაერთგზის აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S