Accentnews.ge
Politico: აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სამხედრო–სავაჭრო პაკეტს და  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება

Politico: აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სამხედრო–სავაჭრო პაკეტს და  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება

20/05/2024 16:01:22 პოლიტიკა

აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, - იტყობინება Politico.

კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც გამოცემა გაეცნო, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმები დაკმაყოფილდება.

ამასთან, პროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებასაც ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“.

თუმცა, პროექტის მიხედვით, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რასაც როგორც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო მოწმობს“.

პროექტს „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს.

იხილეთ ასევე: Politico: აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების სანქცირებას ითვალისწინებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S