პრეზიდენტმა 5 პირი შეიწყალა
06/01/2020 08:01:55 პოლიტიკა
პრეზიდენტმა 5 ადამიანი შეიწყალა. მათ შორის არ აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე. მოტივად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ის გარემოება დაასახელა, რომ არ სურს, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას.
"სასულიერო პირებისა და პოლიტიკოსების განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომელიც სიმშიდესაც და ემოციისგან დაცლას მოითხოვს. მე დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას, ადვოკატის პოზიციებს და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც ვიღებ პასუხისმგებლობას. ვერ მოვახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე",– განაცხადა ზურაბიშვილმა.
მამალაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი დამოუკიდებელი არ არის და დეკანოზის პატიმრობა უშუალოდ პატრიარქის გადაწყვეტილებაა.
როგორც თორნიკე მამალაძე ირწმუნება, მას აქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს პატრიარქმა ამის შესახებ პირად საუბრებში უთხრა.
"პატრიარქს ეშინია ჩემი ძმის. მას აქვს დანაშაულები პირადად ჩემი ძმის მისამართით. იცოდა, რომ ჩემი მა გათავისუფლების შემდეგ ამაზე ისაუბრებდა და არის შეშინებული. ის საკუთარი მიზნებისთვის იყენებს დედაეკლესიას. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ეს არა ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. დღეს პატრიარქი სიმართლის და ეკლესიის მტერია და ჩვენ ამას დავამტკიცებ. ჩვენ გაჩუმებას აღარ ვაპირებთ",– განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.
მისივე თქმი, ის საკუთარ მასთან გეგმავს შეხვედრას და ამის შემდეგ ისაუბრებს ყველა იმ დეტალზე, რაც აქამდე არ განსაჯაროებულა.
"დადასტურდა, რომ პატრიარქი ჩემი ძმის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო და არის, რადგან მას ჩემი მის ეშინია",– დასძინა მან.


