Accentnews.ge
ბლინკენი: ვგმობთ ჰააგის პროკურორის მიერ ისრაელისა და "ჰამასის" გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა

ბლინკენი: ვგმობთ ჰააგის პროკურორის მიერ ისრაელისა და "ჰამასის" გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა

20/05/2024 18:11:04 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო ICC-ის პროკურატურის მოთხოვნა, გაიცეს ისრაელელი მაღალჩინოსნებისა და "ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერები.

ბლინკენი ამბობს, რომ პროკურორის მიერ ისრაელისა და "ჰამასის" გათანაბრება სამარცხვინოა.

"აშშ პრინციპულად გმობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ მოთხოვნას, გაიცეს დაკავების ორდერები ისრაელელ მაღალჩინოსნებსა და" ჰამასის" ტერორისტებზე.

ვგმობთ პროკურორის მიერ ისრაელისა და "ჰამასის" გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა. ჰამასი არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ებრაელებს ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა მოუწყო და დღემდე მძევლად ჰყავს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ამერიკელი.

გარდა ამისა, აშშ-მ მიმდინარე კონფლიქტის დაწყებამდე ნათლად განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქცია ამ საკითხზე არ ვრცელდება,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S