დათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა

06-01-2020 12:06:08 საგარეო პოლიტიკა

მომღერალი დათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "დავით გომართელი ამ თანამდებობაზე კულტურის მიმართულებით დაინიშნა, ფუნქცია იქნება ქართული კულტურის პოპულარიზაცია იტალიაში".

"დათო გომართელს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კარგად ფლობს იტალიურ ენას და კარგად ერკვევა კულტურაში. მისი მთავარი საქმიანობის სფერო კი ქართული კულტურის პოპულარიზაცია იქნება იტალიაში. დავით გომართელს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება. ის 2005-2006 წლებში სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის პერიოდში მუშაობდა უწყებაში. ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, რომ კულტურის მოღვაწეებს დიპლომატია იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში, პოზიტიური იმიჯის შესაქმენლად და ქვეყნის პოპულარიზაცის გასაზრდელად", — განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები