
"მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს აშშ–სთან და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნებას“
06/01/2020 14:17:21 ციტატა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: „აშშ, დასავლეთი და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნებას“
„შევკრიბავთ თუ არა უსაფრთხოების საბჭოს, ეს საბჭოს თავმჯდომარეს ჰკითხეთ. საკითხი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–სთან. ვგმობთ აშშ–ის საელჩოზე და მის თანამშრომლებზე თავდასხმას. იმედი გვაქვს, რომ პროცესების კიდევ უფრო ესკალაცია აღარ მოხდება. აშშ, დასავლეთი და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნებას“.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს შუა აღმოსავლეთის კრიზისზე საუბრისას განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირაში ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. გუშინ ირანმა ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა.