Accentnews.ge
„21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის ფორმულები, უნდა აღიზარდოს მოქალაქე“

„21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის ფორმულები, უნდა აღიზარდოს მოქალაქე“

28/05/2019 19:03:05 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის განცხადებით, განათლების რეფორმაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ „21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის, ან ფიზიკის კონკრეტული ფორმულები, უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული“.

ირინა აბულაძის თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც სასწავლო პროგრამებში  წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების სწავლების საკითხების შეტანას ეხება, შესრულებულია და გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხები სხვადასხვა სახელმძღვანელოებშია ასახული. 

„რაც შეეხება სკოლებში ამ თემებს, მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში არის საგანი „მე და საზოგადოება“, მე-7 კლასში შემოდის ახალი საგანი "დედამიწა", ასევე არის ახალი საგანი "მოქალაქეობა", რომელიც ასევე მეშვიდე კლასში შევა ახალ სასწავლო წელს. ეს საგნები კონკრეტულ დისციპლინას არ უკავშირდება, მაგრამ მოსწავლის მთლიან ჰოლისტურ განვითარებას უკავშირდება. ჩვენც ცხადია, მთელი ამ განათლების რეფორმის ნაწილში ხაზს ვუსვამთ იმას, რომ 21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული. აქვს საკუთარი ზემოქმედების პოზიტიური თუ ნეგატიური ქმედებების გააზრების შესაძლებლობა და ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოებში ბევრი მიმართულებით იყოს ეს საკითხები“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S