Accentnews.ge
"ფანტაზია მომავლის თემაზე" - ზახაროვა კობახიძის განცხადებაზე

"ფანტაზია მომავლის თემაზე" - ზახაროვა კობახიძის განცხადებაზე

31/05/2024 12:04:24 კონფლიქტები, პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას ბრიფინგზე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველო იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება „თავის აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად."

კითხვაზე, "რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა რეგიონებში და მოსკოვის ვალდებულება, დაიცვას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან", ზახაროვამ მიუთითა ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებების კომენტარებზე, რომელთაც კობახიძის განცხადებას „პოპულისტური და უპერსპექტივო“ უწოდეს.

ზახაროვამ განაგრძო: ”ვინაიდან ეს იყო ფანტაზია მომავლის შესახებ, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება ქმედებები, რომლებზეც პრაქტიკული პასუხის გაცემაა საჭირო, ჩვენც ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს“.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრები არ არიან“:

„არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ექვემდებარებიან გარკვეულ „ნარატივებს“, სამეთაურო-ადმინისტრაციულ სისტემას. ისინი დაღლილები არიან საკუთარი გადაწყვეტილებების დესტრუქციული ზემოქმედებით მათსავე ეკონომიკაზე, თუმცა თავდაპირველად ისინი რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. ისინი კვლავაც იძულებულნი არიან მიიღონ ანტირუსული ზომები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S