საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

08-01-2020 10:41:44 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო წუხილს გამოთქვამს და უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც ამ ტრაგედიის გამო ახლობლები დაკარგეს“, – ნათქვამია ზალკალიანის სამძიმრის წერილში.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 170–ვე პირი დაიღუპა.

მისივე ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს, კატასტროფა იმამ ხომენეის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა.

როგორც ირანული მედია იუწყება, ინციდენტის მიზეზი სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართავობა გახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები