03-06-2024 17:27:31 ეს საინტერესოა ,კომენტარი
უფრო დაამძიმეს რიტორიკა, ამას სამართალთან არავითარი შეხება არ აქვს,– ამბობს „აქცენტთან“ „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის მუქარასთან დაკავშირებით, რომ "ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა“, ვინც „აგენტების კანონის“ მიღებას „ისევ აპროტესტებს“. საქმე იმაშია, რომ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ „სიმართლის სათქმელად“ გამოყოფილი „ხალხის ძალა“ არის ხოლმე ინიციატივების გამჟღერებელი, რომელთაც შემდეგ სახელისუფლებო პარტია ახორციელებს. ასე მოხდა „აგენტების კანონის“ შემთხვევაშიც. ამასთან, თავად მმართველი გუნდის წევრებსაც „გამჭვირვალეობაზე“ აპელირების პარალელურად, არაერთხელ დაუკავშირებიათ მასშტაბური პროტესტის გამომწვევი კანონი უსაფრთხოების საკითხებთან. შესაბამისად, გაჩნდა კითხვაც, მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებასთან გვაქვს საქმე, რომლის მიზანიც კრიტიკოსების სტიგმატიზებაა, თუ პროცესის დაანონსებასთან?
სსკ–ის მუხლი 314 – ჯაშუშობა
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
„სსკ–ის 314–ე მუხლი იმდენად სპეციფიკური სახის დანაშაულია, ისეთ დისპოზიციას შეიცავს ეს ქმედება, რომ საერთოდ არარელევანტურია მოცემულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ცხადია, გვაშინებენ ფინანსური სანქციებით, შესაძლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობებითაც – შესაძლოა, დაიწყონ გამოძიებებიც, მაგრამ ეს ვერ გაკეთდება ამ მუხლით“,– განმარტავს ბრაჭველი.
ის კონსტანტირებს, რომ სსკ–ის 314– ე მუხლი შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებს, „აგენტების კანონი“ კი გამორიცხავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ანუ საგანს, რომელსაც ფარავს ეს კანონი.
„შესაბამისად, „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით ჯაშუშობის მუხლის გამოყენება თეორიულადაც კი შეუძლებელია სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით“,– ამბობს ბრაჭველი და ხაზს უსვამს, რომ თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა „აგენტების კანონის“ სამიზნე ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ამას ვერ გააკეთებენ სსკ–ის 314–ე მუხლით, „სხვა მუხლებს გამოეკიდებიან“.
ამრიგად, ბრაჭველის დაკვირვებით, მსგავსი პოლიტიკური განცხადებების მიზანია, ადამიანებში, რომელთაც სისხლის სამართლის კაზუისტიკა არ იციან, გამოიწვიონ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციების სტიგმატიზება:
„ეს არის სახელდების პრაქტიკის გაგრძელება, რომლითაც ცდილობენ, საზოგადოება გახლიჩონ, ცრუ მტრები გამოიგონონ, მიუთითონ, „აი, ის ადამიანი არა შენი მეგობარი, არამედ ჯაშუში, მტერი, უცხო, აგენტიაო“.
ის ხაზს უსვამს, რომ კანონის, რომელიც უკვე შევიდა ძალაში, მიზანია, პირველ რიგში, სამოქალაქო და მედიაორგამოზაციებმა ვერ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება, მეორე – არჩევნები არ ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. აქედან გამომდინარე, მოკლევადიან პერსპექტივაში გეგმა ამგვარია: