
მოქალაქე, რომელსაც ნინო წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს
03/06/2024 19:24:28 სამართალი
მოქალაქე დავით კუპრავა , რომელსაც "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ნინო წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
"დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ნინო წილოსანის ადევნების ფაქტზე. ვნახოთ, რა იქნება. არა რუსულ რეჟიმს! update: უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების პროტესტის ეშინია", - წერს კუპრავა.