კინწურაშვილი: ძალაუფლების სრული უზურპაცია ეხება ყველა ადამიანს!

04-06-2024 12:22:42 საზოგადოება ,კომენტარი

"მედიის განვითარების ფონდის" (MDF) აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი თვლის, რომ მოქალაქეებმა უნდა იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის და არ შეუწყონ ხელისუფლებას ხელი, დაგვაბრუნონ წარსულში, რადგან ეს ყველას ეხება.

„თუ გაქრებიან ორგანიზაციები, რომლებიც უსასყიდლოდ უწევენ ადვოკატირებას, როდესაც ილახება ადამიანის უფლებები, მათ ვერავინ დაიცას. უნდა გააცნობიერონ, რომ ძალაუფლების სრული უზურპაცია ეხება ყველა ადამიანს!“,– აღნიშნავს კინწუხაშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და მაგალითად მოჰყავს მისი ორგანიზაციის ერთ–ერთი პროექტი – მედიაწიგნიერების სწავლება სკოლაში, რომელიც ნიდერლანდების საელჩომ დააფინანსა:

„ამით დავეხმარეთ საქართველოს და ეს არ არის ნიდერლანდების გავლენით გაკეთებული საქმე! ამას აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სკოლებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რომ საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადი იყოს როგორც გარე ინფორმაციული ოპერაციების მიმართ, რაც არის უსაფრთხოების პრობლემა (როდესაც ვიღაც ცდილობს შუღლი და კონფლიქტი გააღვივოს ადამიანების იდენტობის გამო და აპირისპირებს, ამით უწყება ომები, ღვივდება შუღლი), ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი დაცული იყოს საკუთარი ხელისუფლების „ტროლების“ წინააღმდეგ, იცოდნენ გზები. ამას ვაკეთებთ საქართველოს მოსახლეობისთვის და არა ჰოლანდიის!“.

ის იხსენებს, რომ პროპაგანდის კუთხით ხელისუფლება წლებია, აღვივებს გზავნილს, თითქოს ეს უცხოური დახმარება ხმარდება არა ხალხს, არამედ „აგენტურას“ და ადამიანების იდენტობასთან ბრძოლას, რაც სრული სიცრუეა:

შემიძლია უმარავი მაგალითი მოვიყვანო, როგორ მოხმარდა ამერიკის და ევროკავშირის გადასახადის გადამხდელთა თანხები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა–რესტრავრაციას. იმიტომ, რომ ჩვენ ინტეგრაცია ამ სივრცეში ნიშნავს, რომ ჩვენი იდენტობით გავამრავალფეროვნოთ დასავლური ცივილიზაცია, რომლის ნაწილიც ვართ“.

რაც შეეხება სპეკულაციებს ე.წ. სუვერენულ დემოკრატიაზე, „რომელიც არის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის – სურკოვის გამოგონილი, რომ თუ შენ ეჭვქვე აყენებს რუსეთში დემოკრატიას, შენ ერევი შიდა საქმეებში (პირდაპირ გადმოღებულია ეს კონცეფცია და იყენებენ“, კინწურაშვილი განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებები უნივერსალუარია“:

„თუ გვინდა, ვიყოთ დასავლეთის ნაწილი, უნდა გვქონდეს ისეთივე სასამართლო სისტემა, ისეთივე პოლიცია, რომელიც ადამიანს დაიცავს ძალაუფლების მქონეთა უზურპაციისგან და გააწონასწორებს ხელისუფლების სხვა შტოებს. ამიტომ გვინდა, ამ სივრცის ნაწილი ვიყოთ და არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციისთვის. რუსეთს საერთოდ არ აღელვებს, რა იქნება, ოღონდაც მისი უკანა ბაღი იყო და მისი ინტერესები გაატარო! აქ არის სასწორზე ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესები და რა გზით განვვითარდებით – ვიქნებით დამოუკიდებელი სახემწიფო თუ რუსეთის გუბერნია. ხელისუფლება საფრთხეს არა რუსეთში, დემოკრატიაში ხედავს და ებრძვის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც პირველ რიგში, ქართველ ხალხს ემსახურება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები