Accentnews.ge
ცხინვალის რეჟიმი დე-ფაქტო საზღვარს დროებით კეტავს

ცხინვალის რეჟიმი დე-ფაქტო საზღვარს დროებით კეტავს

04/06/2024 11:13:02 კონფლიქტები

ცხინვალის რეჟიმი დე-ფაქტო საზღვარს დროებით კეტავს. როგორც დღეს "პრეზიდენტმა" ალან გაგლოევმა განაცხადა, ახალგორთან, საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელი 20 ივნისამდე ჩაიკეტება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ "საპარლამენტო არჩევნებს" უკავშირდება.

ამასთან, გაგლოევმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხმის მიცემის დღეს წეროვანელ დევნილებს ოკუპირებულ რეგიონში გადაუშვებენ ახალგორში ხმის მისაცემად.

გაგლოევს არც ანტიდასავლური პროპაგანდა დაჰვიწყებია: დე-ფაქტო პრეზიდენტმა "დასავლური სპეცსამსახურები" და არასამთავრობო ორგანიზაციები "არჩევნების ჩაშლის მცდელობაში" დაადანაშაულა და განაცხადა:

"ზოგიერთი მათგანი გამოდის მოწოდებებით დემარშისკენ, რათა არჩევნები ჩაიშალოს, ზოგიერთი კი - ხმის ყველას წინააღმდეგ მიცემისკენ. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. ყველა დარღვევა - ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, უნდა აღიკვეთოს".

დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში 9 ივნისისთვისაა ჩანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S