კობახიძე ჩინეთს, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგაც თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციაზე მხარდაჭერისგან, მადლობას უხდის

05-06-2024 11:59:02 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგაც თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციაზე მხარდაჭერისგან, მადლობას უხდის "მანამდე დაკავებული პოზიციისც შენარჩუნებისთვის". ამის ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა. შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა. მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 31 ივლისს საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს.

ამავე თემაზე: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ - რას ითვალისწინებს დოკუმენტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები