Accentnews.ge
დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიუსაჯა

დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიუსაჯა

05/06/2024 11:28:21 კონფლიქტები

ოკუპირებული ჯავის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს საერთო რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

35 წლის გიორგი მოსიაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებია. დე ფაქტო „კაგებეს“ ცნობით, იგი 2023 წლის ოქტომბერში გამყოფი ხაზის მიღმა სათევზაოდ იყო გადასული და ელექტროანკესით 25 კილოგრამი კალმახი დაიჭირა. მოსიაშვილს ბრაკონიერობასაც ედავებოდნენ.

"ონლაინგამოცემა „საპა“ წერს, რომ ჯავის სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა დე ფაქტო გარემოს დაცვის კომიტეტის სარჩელი მეთევზის წინააღმდეგ. გავრცელებული ცნობით, მას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც დაევალა.

მოსიაშვილის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ითხოვს.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს შვიდი მოქალაქეა მოთავსებული", – იუწყება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S