
სუს–ი: 2024 წლის პირველ 5 თვეში ოკუპანტებმა საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს, მათგან 6 უკანონო პატიმრობაში ამ დრომდე რჩება
06/06/2024 11:54:15 კონფლიქტები
სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის ცნობით, 2024 წლის პირველ 5 თვეში ოკუპანტებმა საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს, მათგან 6 უკანონო პატიმრობაში ამ დრომდე რჩება. ამის შესახებ სუს–ის მიერ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.
კერძოდ, სუს–ის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 2 ივნისის ჩათვლით პერიოდში ოკუპანტებმაოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს 20 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, მათგან 19 თავისუფალია. რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებას, საანგარიშო პერიოდში ოკუპანტებმა 17 პირი დააკავეს, მათგან 12 თავისუფალია.