Accentnews.ge
დაძაბულობა რეგიონში – რა ლოკაციებზე ფიქსირდებიან საქართველოს მოქალაქეები

დაძაბულობა რეგიონში – რა ლოკაციებზე ფიქსირდებიან საქართველოს მოქალაქეები

09/01/2020 09:21:40 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიდა განხილვა გაიმართა, აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს.

„უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიდა განხილვაც გაიმართა. პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იმ უწყებებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან უშიშროების საბჭოს ფორმატში. ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ, პარტნიორებთან. ამ მომენტისთვის უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საგარეო უწყებას ბოლო დღეებში ჰქონდა კომუნიკაცია აშშ-ის საქმეთა რწმუნებულთან და სხვა პარტნიორებთან.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა რწმუნებულთან, ასევე სხვა პარტნიორებთან, გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე რეგიონში სიტუაციის ესკალაცია, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს დამაზიანებელი ეფექტი არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ რეგიონს მიღმა. ჩვენს ინტერესებში იყო სიტუაციის დეესკალაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით, აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი და ამოქმედებული ყველა დიპლომატიური საშუალება, რომ სიტუაციის განმუხტვის ყველა საშუალება მოიძებნოს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა იორდანიაში საქართველოს საელჩოს საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ძირითადად, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში არიან.

„ჩვენ ინსტრუქტირებული გვყავდა ყველა ჩვენი საელჩო ყურის რეგიონში, რომ ამ რეგიონში არიან ჩვენი მოქალაქეები, ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო ერაყზე. თავად ბაღდადში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა არ ფიქსირდება. ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში და სწორედ მათთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია. იყო მიღებული და უკვე გვაქვს ზომები იმასთან დაკავშირებით, ცუდი სცენარის პირობებში როგორ მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების დახმარება. ისინი მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს საელჩოსთან. ჩვენ არ გვაქვს საელჩო ბაღდადში, ერაყში, მაგრამ ვფარავთ იორდანიიდან და სწორედ ამ საელჩოს დახმარებით ხდებოდა კომუნიკაცია. ნებისმიერი სცენარის განვითარების პირობებში, ჩვენ მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან. ეს დავალება პირველი დღეებიდანვე მიღებული გვქონდა პრემიერ-მინისტრისგან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S