
შოლცი – AfD–ს: სამარცხვინოა, რომ თქვენ ასეთი შექება მიიღეთ რუსეთის პრეზიდენტისგან
07/06/2024 10:51:49 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს, ბუნდესტაგში, ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წევრებს განუცხადა, რომ პუტინის მიერ მათი შექება სამარცხვინოა.
"სამარცხვინოა, რომ თქვენ შექება რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღეთ." - თქვა მან და დასძინა, "თქვენ ბევრი იმუშავეთ ამაზე და მოქალაქეებმა იცოდნენ, ამას რა მოუხერხონ."
ოთხშაბათს პუტინმა თქვა, რომ ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც სურს რუსეთთან თანამშრომლობა, მათ შორის AfD-ს, რომლის ევროპარლამენტარებიც რუსეთთან კავშირებში არიან ბრალდებული.
სანქტ-პეტერბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს "ნეონაციზმის ნიშნებს AfD-ს ქმედებებში."
ამ პარტიის წევრები რუსეთიდან ფულის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.