
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
09/06/2024 08:41:17 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 34 დე ფაქტო დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.
დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "17 საარჩევნო ოლქში 73 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის – მოსკოვსა და ვლადიკავკაზში":
"არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი".
მისივე ცნობით, "9 ივნისის არჩევნებს რუსეთის, აფხაზეთის და დონბასის წარმომადგენლები დააკვირდებიან, სულ 35 ადამიანი".
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამართულ ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს, რადგან უკანონო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება. ამ ტერიტორიას კი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენულ რეგიონად მიიჩნევს.