
ბაქო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ სცნობს
10/06/2024 07:20:54 კონფლიქტები, პოლიტიკა
ოფიციალური ბაქო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.
"აზერბაიჯანის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და არ სცნობს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც საქართველოს ცხინვალის რეგიონში 9 მაისს ჩატარდა" - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა. ამ მონაცემების მიხედვით, "ექს–პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია, მესამე – კი "კომუნისტური პარტიაა".