ზარქუა – ბაიდენს და მაკრონს: პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია, დაფიქრდით

10-06-2024 12:44:26 პოლიტიკა ,ციტატა

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ, პრაგმატულს. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, მართლმადიდებლობას, რელიგიას, ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პრობლემა ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია. პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ. ასე რომ, დაფიქრდით" - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას საქართველოს ხალხის ევროანტლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცენ საზოგადოების სურვილს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები