
პესკოვი: ევროპარლამენტის უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება
10/06/2024 13:30:22 ევროპა
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ევროპარლამენტის არჩებნებს ეხმიანება.
„როგორც ჩანს, უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება. ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა, ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის გაანალიზებაც უნდა მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა "შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და კრემლი ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება".
იხილეთ ასევე:
ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი კვლავ მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს ექნება
"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის რეაქცია ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებზე