Accentnews.ge
მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს ყირიმში "საკონსულოებს" უხსნის

მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს ყირიმში "საკონსულოებს" უხსნის

11/06/2024 09:45:40 კონფლიქტები

"ქართულ ოცნებას" "რუსეთან დაახლოების სანაცვლოდ მოსკოვის მიერ საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების" შესახებ წინასაარჩევნო სადეზინფორმაციო-პროპაგადისტული ნარატივი სულ უფრო მეტად უცამტვერდება. გარდა ისტორიული რეალობისა, რომ მოსკოვს "კეთილი ნებით" ჯერ არავისთვის არაფერი დაუბრუნებია (ალიასკა გაყიდა), პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამის პროპაგანდისტულ გზავნილს მყისიერად დასცინეს თავად მოსკოვიდან, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლება სოხუმსა და ცხინვალს ანექსირებულ ყირიმში "საკონსულოებსაც" უხსნის.

"მალე ყირიმში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საპატიო საკონსულოები ამოქმედდება. ამ სახელმწიფოებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ხსენებულ საკითხში. იგივე მიმართულებით პერსპექტივები აქვთ ასევე ლათინური ამერიკისა და აფრიკის რიგ ქვეყნებსაც. მსგავსი წარმომადგენლობების ამოცანა საკონსულო დახმარების გაწევა, მოქალაქეთა დახმარება და მხარეებს შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების განმტკიცებაა" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედმა "ყირიმის მუდმივმა წარმომადგენელმა" გიორგი მურადოვმა.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს რუსეთის მიერვე ანექსირებულ ყირიმთან აქტიური კონტაქტები აქვთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. მიმდინარე წლის აპრილში ცხინვალის რეგიონიდან ყირიმში ღვინის პირველი პარტია - 26 ათასი ბოთლი გაიგზავნა.

ცხინვალში დიდი ხანია, მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას, განსხვავებით აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, თუმცა დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბოლო პერიოდში პერიოდულად ახსენებს "სუვერენიტეტის რუსეთისთვის ნაწილობრივი დათმობის აუცილებლობას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S