Accentnews.ge
"აშშ-ს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიულია"

"აშშ-ს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიულია"

09/01/2020 18:37:23 პოლიტიკა, ეკონომიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ისაუბრა:

„მე დღეს ვნახე ეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ შეუწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის კონსორციუმს“. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს”.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას. თავად კონსორციუმი კი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S