
როთი – ბერძენიშვილზე თავდასხმაზე: "ქართულ კოშმარს არ შეუძლია, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს საქართველო"
11/06/2024 15:21:21 ციტატა
“კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ: როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ უნდა ავმაღლდეთ. ქართულ კოშმარს არ შეუძლია, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს საქართველო. თუ მთავრობა უდანაშაულო მოქალაქეებს ესხმის თავს, ის ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს. დემოკრატია, თავისუფლება და ღირსება გაიმარჯვებს, ადრე თუ გვიან”, - ასე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სამოქალაქო აქტივისტის ზუკა ბერძენიშვილზე დღეს მომხდარ თავდასხმის ფაქტს.
ცნობისთვის: დღეს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად აქტივისტმა სალომე ბარკერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც იგი წერდა, თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის "პოსტიდან" ერთ საათში განხორციელდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021