
ლომჯარია: პაპუაშვილი და "ოცნება” პოლიციის და სუს–ის ზურგს ამოფარებული პატარა მშიშარა კაცები და ქალები ხართ, როგორიც ზოგადად ყველა მოღალატეა
11/06/2024 16:41:45 ციტატა
"ზუკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, შალვა პაპუაშვილი და მთელი “ქართული ოცნება” კი ხართ პოლიციის და სუს–ის ზურგს ამოფარებული პატარა მშიშარა კაცები და ქალები, როგორიც ზოგადად ყველა მოღალატეა. დიდი ხანი არ გასტანს თქვენი ხელშეუხებლობა და დაუსჯელობა", – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: დღეს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად აქტივისტმა სალომე ბარკერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც იგი წერდა, თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის "პოსტიდან" ერთ საათში განხორციელდა.