Accentnews.ge
პროკოპენკო: "აზოვის" გამოცდილება თანამედროვე ამერიკულ იარაღთან ერთად, სასიკვდილო იარაღი გახდება უკრაინის მტრებისთვის

პროკოპენკო: "აზოვის" გამოცდილება თანამედროვე ამერიკულ იარაღთან ერთად, სასიკვდილო იარაღი გახდება უკრაინის მტრებისთვის

17/06/2024 07:11:21 მსოფლიო

უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა დანაყოფისათვის ამერიკული იარაღის მიწოდების აკრძალვის გაუქმებისთვუს.

"მინდა, მივულოცო "აზოვის" მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის ყველა მებრძოლს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს რუსულ პროპაგანდაზე გამარჯვება. "აზოვმა" იცის, რომ რაც არ უნდა რთული ჩანდეს ვითარება, გამოსავალი ყოველთვის არის. ერთადერთი საკითხია ის ძალისხმევა, რომლისთვისაც მზად ხართ, სამუშაოს თანმიმდევრულობა და გუნდის პროფესიონალიზმი. "აზოვის" სამხედრო პერსონალი ამ თვისებებს ფრონტზე ყოველდღე ავლენს. ისინი ასევე საკვანძო აღმოჩნდა ჩვენი ქვედანაყოფის სისტემატიურ მუშაობაში, რათა განებლოკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აზოვისთვის იარაღის მიწოდება და სწავლება. რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი აკრძალვა, რომელიც 2017 წლიდან არსებობდა, დაძლეულია. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ამ საკითხის ყურადღებით განხილვისთვის და სწორი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ხარისხობრივად გააძლიერებს ჩვენს ქვედანაყოფს და მასთან ერთად უკრაინის მთელ თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს." - თქვა ქვედანაყოფის მეთაურმა.

პროკოპენკომ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უწყებებს და მხარდამჭერებს და დადო [პირობა, "ჩვენ გავამართლებთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ჩვენი დისციპლინით, გამძლეობითა და ბრძოლაში გამბედაობით დავამტკიცებთ ამ გადაწყვეტილების ეფექტურობას":

"კოლოსალური საბრძოლო გამოცდილება, რომელიც "აზოვის" ჯარისკაცებს, სერჟანტებს და ოფიცრებს აქვთ, თანამედროვე ამერიკულ იარაღთან ერთად, გახდება სასიკვდილო იარაღი უკრაინის მტრების წინააღმდეგ." - თქვა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S