Accentnews.ge
"უკრაინის მშვიდობის სამიტში" მონაწილე 91 ქვეყნიდან, 80–მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ შემაჯამებელ კომუნიკეს ხელი მოაწერა

"უკრაინის მშვიდობის სამიტში" მონაწილე 91 ქვეყნიდან, 80–მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ შემაჯამებელ კომუნიკეს ხელი მოაწერა

17/06/2024 07:02:07 მსოფლიო

"უკრაინის მშვიდობის სამიტში" მონაწილე 91 ქვეყნიდან, 80–მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ შემაჯამებელ კომუნიკეს ხელი მოაწერა.

სამიტში საქართველოდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა და როგორც პრეზიდენტის ადმინიტრაციაში აცხადებენ, მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.

ვინ მოაწერა/არ მოაწერა ხელი კომუნიკეს

სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართა, საუდის არაბეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაილანდი, ინდონეზია, მექსიკა და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათ ხელი არ მოაწერეს კომუნიკეს.

გარდა ამისა, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ბრაზილიამ, რომელიც სამიტს დაესწრო, როგორც "დამკვირვებელი" ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკეს შეუერთდა თურქეთი, რომელსაც რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის მცდელობები ჰქონდა.

რა წერია კომუნეკეში

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმებაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ყველა სამხედრო ტყვე უნდა იყოს გათავისუფლებული სრული გაცვლის გზით და ყველა უკრაინელი ბავშვი, რომელიც უკანონოდაა დეპორტირებული უნდა დაბრუნდეს უკრაინაში".

სამიტზე სამუშაო ჯგუფებმა ასევე განიხილეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები და კომუნიკეს ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „სრული სუვერენული კონტროლი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე".

ცნობისთვის: სამიტი მიზნად ისახავდა უკრაინაში ომის დასრულების გზების მოძებნას. შეხვედრა კიევის ინიციატივით გაიმართა. მოსკოვი არ იყო მიწვეული სამიტზე, ხოლო ჩინეთმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამავე თემაზე: შვეიცარია რუსეთთან მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას გეგმავს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S