
ევროკავშირის ელჩი: ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ, ამავდროულად, ვცდილობთ პეკინის გავლენის რისკების შემცირებას
19/06/2024 09:53:14 ციტატა
"ევროკავშირს აქვს ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა ჩინეთთან. ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ ცვლილებებამდე სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული. საქართველოს გადასაწყვეტია, თუ როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან", – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.