Accentnews.ge
რუსი პროპაგანისტები აფხაზებს „დასჯით“ ემუქრებიან და „უხსნიან“, რატომ უნდა „დაუთმონ სუვერენიტეტი“ რუსეთს

რუსი პროპაგანისტები აფხაზებს „დასჯით“ ემუქრებიან და „უხსნიან“, რატომ უნდა „დაუთმონ სუვერენიტეტი“ რუსეთს

20/06/2024 07:39:43 კონფლიქტები

სანამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროპაგანდის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს საქართველოს მიერ პროდასავლური კურსის პრორუსულით შეცვლის სანაცვლოდ კრემლი სოხუმსა და ცხინვალს დაგვიბრუნებს, რუსი პროპაგანისტები აფხაზეთის მოსახლებას „მძიმე დასჯით“ ემუქრებიან და „უხსნიან“, რატომ უნდა „დაუთმოს“ აფხაზეთმა „სუვერენიტეტი“ რუსეთს.

შესაბამისი შინაარსის პუბლიკაციები ამ დღეებში რუსულ პროპაგანდისტულ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.

მიზეზი კი წინააღმდეგობაა, რომელსაც აფხაზები ბოლო დროს აქტიურად უწევენ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას, მიწების უცხოელებზე (რუსეთის მოქალაქეებზე) გასხვისების მრავალწლიანი აკრძალვის გაუქმებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის ე.წ. აპარტამენტების მშენებლობას, მათთვის აფხაზური „მოქალაქეობის“ გაცემის გამარტივებასა და მოსკოვის რიგ სხვა ინიციატივებს, რომლებიც, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის ხედვით, აფხაზეთის საბოლოო გარუსებაზეა მიმართული.

„მათ საყურადღებოდ, ვისთვისაც „აფხაზეთი აფხაზებითვისაა“ და არ სჭირდებათ აფხაზეთში სხვა ეროვნების ადამიანები: [...] დიდი ხალხების „შოვინიზმთან“ მებრძოლი მარკსისტების ძალისხმევით მე-20 საუკუნეში აქსიომად იქნა აღიარებული პოსტულატი იმის შესახებ, რომ ნებისმიერ ხალხს, განურჩევლად იმისა, რამდენად მცირეა იგი, უდავო უფლება აქვს, ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო. ამასთან, იმაზე, რომ საკუთარი სახელმწიფოს ქონა ძალიან, ძალიან ძვირი სიამოვნებაა, დუმილს ამჯობინებდნენ. იგულისხმებოდა, რომ მცირე ხალხის ამ უფლებაში არა თავად ამ ხალხებს, არამედ „შოვინისტ კოლონიზატორებს“ უნდა ეხადათ. სსრკ-ის დაშლის შენდეგ რუსეთმა ეს ვალდებულება მოიხსნა. თანამშრომლობა არის, მაგრამ რუსეთს არავის წინაშე არაფერი ჰმართებს! საკუთარი სახსრებით ცხოვრება კი ძალიან რთულია. ასე, რომ რუსეთის ირგვლივ მცხოვრებ მცირე ხალხებს მოუწევთ, გაიარონ მენტალური დეკომუნიზაცია და გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებლობა ძალზე ძვირი სიამოვნებაა და მასში ფასს მათ გარდა არავინ გადაიხდის. არჩევანი აქ ასეთია: ან უკიდურესი სიღარიბე, ან სუვერენიტეტის გაყიდვა. თანაც, კარგად უნდა დაფიქრდე, ვის მიჰყიდო სუვერენიტეტი: უკრაინამ, მაგალითად, დასავლეთს მიჰყიდა - და შედეგს ვხედავთ“ - ნათქვამია რუსი პროპაგანდისტების მიერ ტელეგრამ-არხებში გავრცელებულ პუბლიკაციაში.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელ წინასაარჩევნო "სადღეგრძელოს" - 2030 წლისთვის ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავწევრიანდებითო, მოსკოვიდან მყისიერი მკვახე პასუხი მოჰყვა: ჯერ - მარია ზახაროვამ, ხოლო შემდეგ გრიგორი კარასინმა კობახიძეს ფაქტობრივად დასცინეს. კიდევ მოგვიანებით, საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ყოველგვარი პერსპექტივა ცალსახად უარყო კონსტანტინე ზატულინმა, ხოლო მის კვალდაკვალ - გალუზინმაც, რომელმაც კობახიძის წინასაარჩევნო "სადღეგრძელოს" კომენტირებისას თბილისს, არსობრივად, სოხუმისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარება მოსთხოვა:

"[...] აფხაზებმა და სამხრეთ ოსებმა არაერთხელ გამოთქვეს ნეგატიური დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის შელახვისა და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის იდეის მიმართ და განაცხადეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება. შესაბამისად, ურთიერთობების ნორმალიზება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველო მიიღებს არსებულ რეალობას და აღირებს ამ რესპუბლიკებთან თანასწორობას. ამასთან დაკავშირებით ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს, ისევე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხის გადაწყვეტას საკვანძო მნიშვნელობა აქვსო".

ამგვარად, საქართველოს მმართველი გუნდის მიერ ოკუპანტი რუსეთისადმი ლოიალურობისა და მეტიც, საქართველოს კონსტიტუცით გამყარებული პროდასავლური კურსის აშკარა გამრუდების მიუხედავად, ერთადერთი ხილული რამ, რასაც "ქართული ოცნება" საპასუხოდ მოსკოვისგან იღებს, ამ პოლიტიკაში თავად "ოცნების" ქება-წახალისებაა. რაც შეეხება "ოცნების" ამ პოლიტიკის სარგებელს საქართველოსთვის, არავითარი სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებას რუსეთი არ აპირებს, ისინი თავად სჭირდება და "სუვერეტიტეტის რუსეთისთვის დათმობის" იძულების მიზნით ოკუპირებულ რეგიონებზე ზეწოლას ზრდის. ამასობაში დასავლელი პარტნიორებისთვის ზურგის შექცევისა და რუსეთისკენ შეტრიალების "ოცნებისეული" კურსი ქვეყანას "დიადი რუსული იმპერიის აღდგენის" საჯაროდ დეკლარირებული ჟინით შეპყრობილი პუტინის ტერორისტული რეჟიმის წინაშე სრულიად მარტოს, დაუცველს ტოვებს და საქართველო სწორედ იმ "სუვერენიტეტის რუსეთისთვის დათმობისკენ" მიჰყავს, რომელსაც მოსკოვი აფხაზებისა და ოსებისგან უკვე დაუფარავად მოითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S