Accentnews.ge
სეულმა შესაძლოა, კიევისთვის იარაღის პირდაპირი მიწოდება დაიწყოს მოსკოვისა და ფხენიანის ალიანსის ფონზე

სეულმა შესაძლოა, კიევისთვის იარაღის პირდაპირი მიწოდება დაიწყოს მოსკოვისა და ფხენიანის ალიანსის ფონზე

20/06/2024 11:17:18 მსოფლიო

კორეის რესპუბლიკა აპირებს, დაუბრუნდეს უკრაინაში ლეტალური იარაღის პირდაპირი მიწოდების საკითხს, განუცხადეს Yonhap-ს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის თანამშრომლებმა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, სეულის პოზიციის ცვლილება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უკავშირდება, რომელსაც ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოაწერეს ხელი.

კერძოდ, სეული შეშფოთებული იყო დოკუმენტის პუნქტით, რომლითაც მხარეები ერთმანეთს "სამხედრო და სხვა სახის დახმარების" გარანტიას აძლევენ ერთ-ერთზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. სამხრეთ კორეამ ეს განიხილა, როგორც ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბება.

ამავდროულად, სეულმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ რუსეთმა "არ უნდა გადაკვეთოს გარკვეული საზღვრები" პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს,– თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჩანგ ჰო ჯინმა. მან არ დააკონკრეტა, რა „წითელ ხაზებზე“ იყო საუბარი, მაგრამ მედია წერდა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმების მზადების შესახებ.

პუნქტი სამხედრო დახმარების შესახებ ახალ ხელშეკრულებაში თითქმის იმეორებს 1961 წლის საბჭოთა-ჩრდილო კორეის შეთანხმების ტექსტს, ამბობს ფიოდორ ტერტიცკი, სეულის კუნმინგის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი.

„სეულის თვალსაზრისით, ის, რაც ახლა მოხდა, ძალიან ცუდია. ასეთი საკავშირო შეთანხმების შესაძლო აღორძინება განიხილებოდა როგორც აქ, ასევე ტოკიოში, როგორც ყველაზე უარესი სცენარი“, - ხაზგასმით აღნიშნა ტერტიცკიმ.

ამ დრომდე სამხრეთ კორეას პირდაპირ არ მიუწოდებია ლეტალური იარაღი უკრაინისთვის. ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში რესპუბლიკის პრეზიდენტი იუნ სეოკ იოლი ამბობდა, რომ მომავალშიც გეგმავდა ამ პოზიციის შენარჩუნებას.

თუმცა, სამხრეთ კორეის იარაღი უკრაინამდე შუამავლების მეშვეობით აღწევდა. კერძოდ, მედია წერდა, რომ 2023 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევამდე, სეულმა ფარულად მიაწოდა კიევს 300 ათასზე მეტი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი ზღვით და საჰაერო გზით მხოლოდ 41 დღეში. ამან უკრაინას დღეში 7 ათასი ჭურვის გაშვების საშუალება მისცა, ხოლო რუსეთი უშვებდა 5 ათას ჭურვს.

სამხრეთ კორეა მონაწილეობს იარაღის გაცვლის სქემებში და აქტიურად ეხმარება პოლონეთსა და სხვა ქვეყნებს საბჭოთა იარაღის შეცვლაში. როგორც მედია აღნიშნავს, პოლონეთი უკრაინაში საბჭოთა T-72 ტანკებს აგზავნის, სანაცვლოდ კი სამხრეთ კორეის K2 Black Panther ტანკებსა და K9 Thunder-ის თვითმავალ ჰაუბიცებს ყიდულობს. 2025 წლისთვის პოლონეთი მიიღებს 180 ტანკს და 212 ჰაუბიცას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S