Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ მკვლელობაზე საქმე აღიძრა

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ მკვლელობაზე საქმე აღიძრა

24/06/2024 06:54:52 კონფლიქტები

ოკუპირებული გაგრის ე.წ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთთან ე.წ. საზღვართან რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, – იუწყება რუსული მედია დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.

მისი ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეებს ამ დრომდე ეძებენ.

ე.წ. საზღვარზე სროლა გუშინ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე, მათ შორის – ერთი არასრულწლოვანი.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტის განცხადებით, კონფლიქტის ყველა მონაწილე „აფხაზეთის მოქალაქეა“.

განახლება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, ფსოუზე მომხდარ სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ე.წ. შს მინისტრის განცხადებით, დაკავებულია ოთხი პირი, მათგან სამი ოკუპირებულ –აფხაზეთში , ერთი კი – რუსეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S