
ზარქუა: "დაე, დავსანქცირდე"
24/06/2024 09:12:21 ციტატა
"სავარაუდოდ, იქაც [ევროპაშიც] მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? მზად ვართ, თუ მე უნდა დავსანქცირდე, პირადად პრობლემა არა მაქვს. დაე, დავსანქცირდე. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში და ის, რაც ხდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში აგერ შედეგი რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც მალე გვაჩვენებს თავის შედეგს”,-ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებას.
ამავე თემაზე: ბორელი: თუ საქართველოს მთავრობა ამ გზით ივლის, ევროკავშირის კარი დაიხურება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021