
ბრაჟე: საქართველოს მთავრობა არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის პირობებს
24/06/2024 11:22:29 ციტატა
"საქართველოსთან დაკავშირებით მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ დავსაჯოთ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და საქართველოს ევროპულ მომავალს დაბრკოლებას უქმნის, გზავნილი მიიღოს. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მთავრობა კი ამ პროცესს ხელს უშლის. კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანას მიეცა გარკვეული წინაპირობებით, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ამ პირობებს", – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟე ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის მინისტერიალზე განაცხადა.
ამავე თემაზე: ბორელი: თუ საქართველოს მთავრობა ამ გზით ივლის, ევროკავშირის კარი დაიხურება.