
ბორელი: უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს მომავალ კვირას მიიღებს, მეორეს– რამდენიმე კვირაში
24/06/2024 11:34:44 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს მომავალ კვირას მიიღებს.
"ჩვენ გვაქვს სამართლებრივი პროცედურა, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ბლოკირება. პირველი ტრანში [უკრაინაში] მომავალ კვირას ჩავა, მეორე - რამდენიმე კვირაში ", - განაცხადა ბორელმა ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის მინისტერიალზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის აქტივების თაობაზე უნგრეთის ვეტო დაძლია. ევროკავშირში რუსეთის ბანკის კუთვნილი დაახლოებით 210 მილიარდი ევროს აქტივები გაიყინა. მათ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს მოგება მოაქვთ. ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის მაისში გაყინული რუსული ფულით მიღებული დივიდენდით, უკრაინისათვის მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცეს.