
ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ერთი პირი დააკავეს
14/01/2020 19:58:34 სამართალი
მმართველი გუნდის წევრ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანდი ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ერთი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
მათივე თქმით, დაკავებულია ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ცნობებით, ინციდენტი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.მოქალაქემ ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.